„ტექნო ბუმი“ ონლან-გაყიდვების ბაზარზე აქტიურდება - რატომ გადაწყვიტა კომპანიამ ახალი სერვისის დანერგვა

„ტექნო ბუმი“ ონლაინ გაყიდვების გააქტიურებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განუცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზია გაყიდვების შემცირება, რამაც დანახარჯების გადახედვა გამოიწვია.

როგორც ანზორ ქოქოლაძე აღნიშნავს, კომპანია უკვე ერთ თვეზე მეტია რაც ონლაინ გაყიდვებს აწარმოებს და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია.

„ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში დანახარჯები ბევრად ნაკლებია. მას ემატება ის, რომ ზოგიერთ რეგიონში ფილიალს ვერ აფართოვებ, რადგან არარენტაბელური გამოდის, ამიტომ ცენტრალიზებულად, ონლაინ შეკვეთებით ვმუშაობთ, ეს გარკვეულ დანახარჯებს ამცირებს. შესაბამისად, გვაქვს იმის საშუალებაც, რომ პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად შევთავაზოთ მომხმარებელს. რაც შეეხება მიტანის სერვისს, მსხვილი ტექნიკის შემთხვევაში საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოა, წვრილ ტექნიკაზე 5 ლარი ემატება. ჩვენ დაახლოებით, თვე ნახევარია, რაც ონალინ გაყიდვები გავააქტიურეთ და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა რეგულაციებმა, განვადებების ნაწილში, ცოტა შეგვაფერხა, ტენდენცია მაინც საკმაოდ პოზიტიურია“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

როგორც „ტექნო ბუმის“ დაფუძნებელი ამბობს, თუ დღეს ონალაინ გაყიდვებს ტექნიკის ბაზრის მხოლო 2% უკავია, 2-3 წელიწადში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ონლაიან გაყიდვებს დღეს ბაზრის დაახლოებით 2% უჭირავს, მაგრამ ვფიქრობ, თუ ჩვენ ამ მიმართულებით გავაქტიურდებით, საკმაოდ პოპულარული გახდება და სადღაც 2-3 წელში მთლიანი გაყიდვების საკმაოდ მნიშვნელოვან წილს დაიკავებს. იმიტომ, რომ ძალიან კომფორტულია, სახლიდან გაუსვლელად შეიძინო ნივთი ან ონლაინ განვადება გააკეთო და ყოველგვარი ზედმეტი დანახარჯის გარეშე მიიღო ის სახლში“,-აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

ნინი ქეთელაური
ფილიალების დახურვა და საფასო პოლიტიკის გადახედვა - ტექნიკის ბაზარი საბანკო რეგულაციებზე მორგების გზებს ეძებს