თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი თითქოსდა მცირდება.
თბილისის საკრებულოს ცნობით, სხდომაზე გიორგი ბირბიჩაძემ განმარტა, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები კი არ მცირდება, არამედ იზრდება. კერძოდ, როგორც გიორგი ბირბიჩაძემ განაცხადა, 2018 წლის ბიუჯეტით აუტიზმის სპექტრის მქონე 750 ბენეფიციარი დაფინანსდა, მომავალ წელს კი ეს ციფრი 850 ბენეფიციარამდე გაიზრდება.
„ასევე ზრდა გვაქვს უფასო სასადილოების მიმართულებით. მინდა ვთქვა, რომ უფასო სასადილოების დაფინანსება მომავალი წლის ბიუჯეტის თანახმად, მილიონ 723 ათას 100 ლარით იზრდება და კარგი იქნებოდა კოლეგებს მოესმინათ, რომ არანაირი კლება არ გვაქვს. პირიქით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში სოციალური მიმართულებით თანხები გაზრდილია“, - განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.