ირანმა გამოაცხადა, რომ აღმოაჩინა ნავთობისა და გაზის 40 ახალი საბადო და უახლოეს მომავალში აპირებს მათ ათვისებას.
ამის შესახებ სამშაბათს სასარგებლო წიაღისეული დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სალეფ ჰენდიმ განაცხადა.
ამ დროისთვის ირანი სასარგებლო წიაღისეულის დაზვერვით სამუშაოებს მისი ეროვნული ტერიტორიის დაახლოებით 60%-ზე აწარმოებს, მათ შორის ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ ასეთი საძიებო საქმიანობა შედეგს ვერ გამოიღებდა. ამ დროისთვის ტენდერზე გასატანად მზადდება 14 ბლოკი, - იუწყება სააგენტო „ირნა“.
ჰენდის განცხადებით, ირანი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ნავთობისა და გაზის მარაგებით. მისივე თქმით, ქვეყანა თავად უზრუნველყოფს ბურღვით სამუშაოებს. „ამერიკულმა სანქციებმა ჩვენს დაზვერვით სამუშაოებს ხელი ვერ შეუშალა“, - დასძინა ჰენდიმ