2019 წელს საქართველო პროექტის „მწვანე ეკონომიკის“ განხორციელებას იწყებს, რომელიც სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითრებას გულისხმობს.
აღნიშნული წამოწყება ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. შესაბამის მოლაპარაკებას ხელი საქართველომ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკვე მოაწერეს.
პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მწვანე ეკონომიკა“ გაწერილია 4 წელიწადზე და ქვეყნის 4 რეგიონს, ზემო სავანეთს, რაჭა ლეჩხუმს, ქვემო სავანეთსა და იმერეთს მოიცავს.
პროექტი ითვალისწინებს ორგანული სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას, შიდა კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებას, ასევე, იმ ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ვინც ორგანული სოფლის მეურნეობით არიან დაინტერესებული.