საქართველოს ეროვნული ბანკი მონაცემთა მეცნიერების თანამედროვე მეთოდებითა და ინსტრუმენტებით დაინტერესებული ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად კონკურსს აცხადებს.
ეროვნული ბანკის ცნობით, კონკურსის მიზანია გამოავლინოს ტალანტი, რომელსაც შეუძლია დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა სტატისტიკური, ეკონომეტრიკული და მანქანური სწავლების მეთოდებით. გამარჯვებული მონაწილეები გაივლიან 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს ეროვნულ ბანკში.
"დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნულ მისამართზე: datascience2018@nbg.gov.ge უნდა გააგზავნონ რეზიუმე ქართულ ენაზე და შედეგების 4-5 - გვერდიანი დოკუმენტი pdf ფორმატში, სადაც აღწერენ თავიანთ მიგნებებსა და განიხილავენ მათ აქტუალურობას. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 იანვარი",- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.