"გუგლი" ყოველწლიურად იმ ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს, ვისაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად „გუგლავენ“.
2018 წლის რეიტინგის სათავეში პოპ ვარსკვლავი დემი ლოვატო მოხვდა, რომელიც ივლისში ნარკოტიკების მოხმარების გამო საავადმყოფოში მოათავსეს.
მეორე ადგილზე ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი გავიდა, რომელიც 2018 წლის მაისში დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის გაყვა ცოლად. წყვილი 2019 წლის გაზაფხულზე ბავშვს ელოდება.
მესამე ადგილზე კი ბრეტ კავანაა, რომელიც აშშ-ში უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მაშინ დაინიშნა, როდესაც სამი ქალი სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდა.
სიაში ასევე შევიდა 22 წლის „იუთუბერი“ ლოგან პოლი, რომელსაც 15 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. 2018 წელს პოლმა იაპონიაში იმოგზაურა და მეგობრებთან ერთად "თვითმკვლელთა ტყე" მოინახულა. მან ვიდეოზე აღბეჭდა ადამიანის ცხედარი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის გამო ლოგანი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა.
მეხუთე ადგილზე ქლოე კარდაშიანი გავიდა. წელს კარდაშიანის ბოიფრენდი, კალათბურთელი ტრსტან ტომსონი ღალატში გამოიჭირეს და სტრიპტიზიორთან ინტიმური სცენის ვიდეოკადრები გაუვრცელეს. მათ საერთო შვილი ყავთ.
ამ ზაფხულს რეპერმა ემინემმა თავისი მსმენელი მე-10 სტუდიური ალბომის გამოშვებით გააოცა. შესაბამისად, ის იმ ადამიანებში მოხვდა, ვისაც 2018 წელს ყველაზე ხშირად „გუგლავდნენ“.
მეშვიდე ადგილზე ამერიკელი სპორტსმენი და მწვრთნელი ურბან მეიერი გავიდა. მან ოჯახში ძალადობის გამო მისი ყოფილი თანაშემწე გააკრიტიკა. ამის გამო 2018 წლის სეზონისთვის სამი თამაში შეჩერდა.
ათეულში პოპ ვარსკვლავი არიანა გრანდე მოხვდა, რომელმაც 2018 წელს რიგით მეოთხე ალბომი Sweetener გამოუშვა.
2018 წლის მარტში რეპერი რიკ როსი საავადმყოფოში მოათავსეს. რეპერმა კლინიკა რამდენიმე დღეში დატოვა.
ათეულს ასრულებს კარდი ბ, რომელიც 2018 წელს პირველი ქალი რეპერია, ვისი სამი კომპოზიციაც ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა.