სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 22-26 დეკემბერს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ლ.ბ.-სა და ა.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.