2018 წელს „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ გამარჯვებულებს 13 მლნ ლარზე მეტი გადაეცათ

2018 წელს „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ გამარჯვებულებს, მოგების სახით, 13 მილიონ ლარზე მეტი გადაეცათ, აქედან მომენტალური ლატარიის მოთამაშეებს – 10 მილიონი, ხოლო ტირაჟიანი ლოტო „6/36“-ისა და „5/35-ოქროს ბურთის“ მოგებულებს – 3 მილიონ ლარი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია“ ავრცელებს.

„იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას! გაიცანით „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ლოტო „6/36“-ის იღბლიანი გამარჯვებულები, რომლებმაც ყველაზე დიდი თანხები მოიგეს: ლალი ზურაბიშვილმა ლოტო „6/36“-ში პირველი ჯეკპოტი მოიგო და მოგების სახით 857 007 ლარი მიიღო; ივანე სომხიშვილი ლოტო „6/36“-ის ჯეკპოტის მეორე გამარჯვებულია და მისი მოგება 546 235 ლარია; გურამ გიგილაშვილმა ლოტო „6/36“- ში 5 ძირითადი და 1 ბონუს რიცხვი გამოიცნო და მეორე კატეგორიის გამარჯვებული გახდა, მისმა მოგებამ ბილეთზე 131 199 ლარი შეადგინა; თინათინ აზალაძე ლოტო „6/36“-ში მეორე კატეგორიის გამარჯვებულია და მისი მოგება 79 172 ლარია; გიორგი ნოზაძემ ლოტო „6/36“-ში მეორე კატეგორიაში 55 893 ლარი მოიგო; ნინა მინასიანი ლოტო „6/36“-ში, ასევე, მეორე კატეგორიის გამარჯვებულია და მისი მოგება 30 477 ლარია.

ყოველდღიურ ონლაინ-ლოტო „5/35-ოქროს ბურთის“ მოგებულთა არმია ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის ის უკვე 20 000 ადამიანისგან შედგება.

„5/35-ოქროს ბურთის“ ჯეკპოტი უკვე 78 775 ლარია, ასევე, მაღალია მეორე კატეგორიის პრიზი და ის 28 549 ლარია.

მომენტალური ლატარიების საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალი – 23 173 724 ლარია. 2018 წლის 17 მარტის შემდეგ, მას მერე, რაც „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ ოპერირება დაიწყო, მომენტალურ ექვს ლატარიაში („ფარაონი“, „შვიდიანი“, „ოქროს საწმისი“, „ჯოკერი“, „სამი შანსი“ და „საახალწლო“) ორჯერ გათამაშდა მაქსიმალური 50 000 ლარის, ექვსჯერ კი – 20 000 ლარის მოგება.

წინ უფრო იღბლიანი 2019 წელი გველოდება, ახალი მიზნებით, სიახლეებითა და ბევრი მოგებული ადამიანით. გახსოვდეთ, მოგება შეუძლია ყველას. „საქართველოს ეროვნული ლატარია“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.