წინასაახალწლოდ გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზა“ დამატებით რეისებს ნიშნავს.
„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, თბილისი-ზუგდიდი-თბილისის (N878/877) მიმართულებით რეისები შესრულდება 30 და 31 დეკემბერს, ხოლო თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით 30 დეკემბერს.
„ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ სამგზავრო შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასის ვაგონები.
დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი #878/877 - გასვლა 08:50, ჩასვლა 14:43, გამოსვლა 17:05, ჩამოსვლა 22:45.
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 - გასვლა 10:30, ჩასვლა 15:30, გამოსვლა 17:10, ჩამოსვლა 22:05.
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.