„სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ია მაქაცარია-ჩხაიძემ თანამდებობაზე დანიშვნიდან 2 კვირაში 3 095 ლარის სახელფასო შემოსავალი მიიღო.
ამის შესახებ მის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ია მაქაცარია-ჩხაიძემ 2018 წლის 25 დეკემბერს შეავსო.
კანონმდებლობის მიხედვით, დეკლარაციის შევსების ვალდებულება აქვთ - პრეზიდენტს, პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მერებსა და სხვა თანამდებობის პირებს.
ია მაქაცარია - ჩხაიძის საკუთრებაშია 2, 114,6 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ფალიაშვილის 6-ში, რომლის ღირებულებაც 168 000 დოლარია. ასევე მის საკუთრებაშია ამავე მისამართზე მდებარე 5000 ლარის ღრებულების 18 კვ.მ ავტოსადგომი.
გარდა ამისა, ია მაქაცარია-ჩხაიძის საკუთრებაშია 159 615 ლარად შეძენილი ავტომობილი - იაგუარი და 12740 ლარის ღირებულების უძრავი ქონება.
რაც შეეხება საბანკო ანგარშებს, ია მაქაცარია- ჩხაიძე თი-ბი-სი ბანკის სახელფასო ანგარიშზე აქვს 451,06 ლარი, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანაგრიშზე კი - 504,38 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ია მაქაცარია - ჩხაიძე არის შპს „ქართული სულის“ 33%-იანი წილის მფლობელი.
ია მაქაცარია-ჩხაიძეს გასული წლის 1-ლი იანვრიდან, 30 ნოემბრის ჩათვლით მუშაობდა თბილისის მერიაში, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რა დროსაც მან ხელფასის სახით, ჯამში - 47480,96 ლარი მიიღო. ხოლო სოლიდარობის ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე დანიშვნიდან 2 კვირაში (2017 წლის 13 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე) აღებული აქვს 3095,24 ლარი.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მეუღლე, ზურაბ ჩხაიძე ფლობს 166,8 კვ.მ ფართობის მშენებარე ბინას ბაკურიანში, 7995 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ყვარელში, 606 კვ.მ მიწის ნაკვეთს დაბა კოჯორში, 830 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბაკურიანში. ასევე, 750 კვ.მ, ფართობს მცხეთის რაიონში და ა.შ.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, ია მაქაცარია- ჩხაიძის მეუღლე არის, შპს კახური ტრადიციული მეღვინეობის 100%-იანი წილის მფლობელი და შპს ასკანელი ძმების 25%-იანი წილის მფლობელი.