„საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის, თხილის წამყვან პოზიციებზე დაბრუნება, მხოლოდ ფერმერების აქტიური ჩართულობით არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ფაროსანას პრობლემის სრულად დაძლევა, საერთაშორისო გათვლებით 3 წლის ვადაში მოხდება, ამ პროცესში კი ფერმერების ძლისხმევა გადამწყვეტია.
„სამინისტროს მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, ფაქტობრივად კონტროლზე ავიყვანეთ პრობლემა, რომელმაც თავი 2016 წელს იჩინა. 2017 წელს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველო ფაროსანას პრობლემას სრულად 3 წლის ვადაში დაძლევს. 2019 წელს ჩვენ გვექნება უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელიც 2017-2018 წლების გამოცდილებას ეფუძნება. თუმცა გამოწვევად რჩება პროცესში თავად ფერმერების ჩართულობა. ყველა მოქალაქემ უნდა გამოიყენოს ეს ღონისძიებები და თავის მხრივ მიიღოს ზომები, რათა საკუთარი მოსავალი ფაროსანასგან დაიცვას. ეს გამოწვევა ეხება კონკრეტულად თხილის მოსავალს, რომელიც მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია.
2018 წელს საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „თხილის მწარმოებელთა ასოაციაცისთან“ ურთიერთობის ახალი ფორმატი, რომლის ფარგლებშიც 1500-მა ფერმერმა საკმაოდ მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მიიღო. ჩვენ ვგეგმავთ, რომ 2019 წელს ამ ფორმატში ჩართული იყოს მინიმუმ 15 000 ფერმერი და თხილი საბოლოოდ დაუბრუნდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის წამყვან პოზიციებს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ East Fruit-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ორგანიზაცია მზადაა ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინაამღდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს.
„ეს არის მთელი ციკლი, დაწყებული თხილის მოსავლის აღებით, მისი გაშრობითა და შენახვით დასრულებული. თითოეულ ეტაპს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება, რათა თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ. 1500 ფერმერის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფორმულა კარგად მუშაობს. ახლა მთავარია, ამან უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს და მოვიძიოთ შესაბამისი რესურსები. ვფიქრობ, წამოწყებულ საქმეს დონორებისა და პარტნიორების მხრიდან დიდი ხელშეწყობა ექნება. ამ დროისთვის საქართველოში 20-25 ათასი ფერმერია, ვისაც თხილის მოსავალი ორ და მეტ ჰექტარზე მოჰყვას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ფორმატში ყველა მანთგანი ეტაპობრივად ჩავრთოთ“,- განაცხადა გიორგი თოდუამ.