ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდის გარდაცვალების შემდეგ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონული სამმართველოს უფროსს ზვიად სვანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე წყალტუბო - ქუთაისის გზაზე გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
შეხედრაზე ითქვა, რომ წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალზე ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება.
„თანაგრძნობას ვუცხადებ წყალტუბო-ქუთაისის გზაზე დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნულ გზაზე საპატრულო ეკიპაჟის გაძლიერებული კონტროლი, დამონტაჟდეს „ჭკვიანი კამერები“ და მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გადაადგილება,"- განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.