რას აცხადებენ "ყაზტრანსგაზ თბილისში" დიღომში მომხდარ აფეთქებაზე

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დღის განმავლობაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლებმა ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი შეამოწმეს და დაზიანება ვერ აღმოაჩინეს, „ყაზტრანსგაზ თბილისი“ არც ადასტურებს და არც უარყოფს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურმა განუცხადა, ყველა კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ცოტა ხანში გაავრცელებს. „მოგვიანებით იქნება ჩვენი კომენტარიც და პოზიციაც. ჯერჯერობით ვერაფერს ვერც ვადასტურებთ და ვერც უარვყოფთ. ამ ეტაპზე ჩვენი სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს მოკვლევა. ცოტა ხანში ყველა კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას გავავრცელებთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორ გამოიყურება კორპუსის მეექვსე სართული, სადაც აფეთქება მოახდა
დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ 27 დაზარალებული დააბინავა
„სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი“ - ენერგოომბუდსმენი დიდი დიღმის აფეთქებაზე