დიდ დიღომში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სასტუმროებში მოთავსებულია 27 დაზარალებული ადამიანი.
ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.
„ყველა, ვინც მოგვმართა, უზრუნველყოფილია საკვებითა და თავშესაფრით. სასტუმროებში გამგეობების თანამშრომლები მორიგეობენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
მათივე ინფორმაციით, აფეთქებული კორპუსიდან საკუთარი ნივთების გამოტანა 46–მა დაზარალებულმა შეძლო.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.