დიდ დიღომში მდებარე კორპუსი, რომელშიც გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული

დიდ დიღომში მდებარე კორპუსი, რომელშიც გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში არ იყო შესული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, სამშენებლო კომპანიას ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მერიაში მიმართვა შეტანილი ჰქონდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ პოლიციაში იმ სამშენებლო კომპანიის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის აშენებულ კორპუსშიც გუშინ აფეთქება მოხდა.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

რას შეიძლებოდა გამოეწვია აფეთქება დიდ დიღომში - ექსპერტის დეტალური განმარტება
„სპეციალური აპარატურის გამოყენების შემთხვევაში, გაზის გაჟონვის კერას 100%-ით იპოვიდნენ“
„შენობა ექსპლუატაციაში შესული არ იყო, მაშინ რატომ მიეწოდებოდა გაზი?!“ - ვის პასუხისმგებლობას ხედავენ სპეციალისტები დიდი დიღმის აფეთქებაზე