"აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე"

ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - Eurasia in a New Global Context გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში.

„საქართველოს სრულად გააზრებული მისწრაფებაა ნატო-სა და ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება. თუმცა, ამავდროულად, როგორც პანელის მონაწილემ ბრძანა, ცენტრალურ აზიაში დიდია აუთვისებელი პოტენციალი. ამ მხრივ მთავარი დაბრკოლების დაძლევას წარმოადგენს გლობალურ ეკონომიკაში წარმოჩინებისთვის ტრანსპორტის და ლოგისტიკის გამართვა. საქართველოში ღრმაწყლოვან პორტს ვაშენებთ, რათა ამ ქვეყნებს დავეხმაროთ დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში, ლოგისტიკის ხარჯების შემცირებაში, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაში”, - აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძე IFAD-ის პრეზიდენტს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობაზე ესაუბრა
"ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი"