პრემიერ-მინისტრმა და Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევენთ ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომლებიც ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების შესახებ.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ Koç Holding-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

Koç Holding-ი თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია და მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ჯგუფის საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა, საკვები, ინტერნეტ ტექნოლოგიები, სასტუმრო და ელექტრონიკის სექტორი. 90-წლიანი ისტორიის ჰოლდინგს 97 ათასზე მეტი თანამშრომელი და 10 ათასი დილერი ჰყავს, მისი წლიური შემოსავალი კი 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

მამუკა ბახტაძე IFAD-ის პრეზიდენტს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტულობაზე ესაუბრა
"აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე"
"ჩვენს რეგიონს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი"