„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

„ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მორიგი საფრთხე აღკვეთა, - ამის შესახებ განცხადებას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ყაზბეგის 47-ბ კორპუსიდან შევიდა შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ. სპეციალისტები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ, მაგრამ ბინა, რომელშიც მოხუცი ქალი იყო და ადგომას ვერ ახერხებდა, გარედან დახვდათ დაკეტილი. მომვლელი ქალის მოსვლის შემდეგ სპეციალისტები ბინაში შევიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: გაზქურაზე იდგა ყავის მადუღარა. როგორც გაირკვა, გადმოსულმა ყავამ გაზი ჩააქრო და გაზმა გაჟონვა დაიწყო. რომ არა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტების სწრაფი რეაგირება, მოხუცისა და მისი მეზობლების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნებოდა“, - ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - ვაშლიჯვრის მისამართზე კუსტარულად გაყვანილი შიდა ქსელი და წებოვანი ლენტით გადაბმული რეზინის მილები დაგვხვდა
"თუ გამოძიება დაადგენს, რომ „ყაზტრანსგაზის“ მხრიდან მოხდა დაუდევრობა ან შეცდომა, იმის ბრალი იქნება, რომ დროულად არ მოხდა მისი მოდერნიზაცია"
შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განმარტება 18 იანვარს გეთიას ქ. #30ბ-ში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით