კვლევითი ორგანიზაცია World Brand Lab-ის ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ბრენდების რეიტინგი შეადგინეს. ტოპ ათეულში ყველასთვის კარგად ცნობილ კომპანიებთან ერთად, Coca Cola და Mcdonald’s-იც მოხვდნენ, რომლებიც წლებია ლიდერთა რეიტინგებს არ თმობენ.
აღნიშნული კვლევა 2004 წლიდან ტარდება. ორგანიზაციის ექსპერტები კომპანიების შეფასებისას 3 მთავარ ინდიკატორს იყენებენ, ესენია: წილი ბაზარზე, ბრენდის ლოიალობა და მსოფლიო ლიდერობა.
ორგანიზაციის ექსპერტები რეიტინგის შესადგენად მსოფლიოს მასშტაბით 20 000 ბრენდს აფასებენ.
აღსანიშნავია, რომ ბრენდების უმეტესობა აშშ-დან არის.
World Brand Lab-ის მიერ შედგენილი მსოფლიო ბრენდების ტოპ ათეული კი ასე გამოიყურება:
1. amazon;
2. Google;
3. Apple;
4. Microsoft;
5. AT&T;
6. Mercedes Benz;
7. CoCa Cola;
8. Nike;
9. Toyota;
10. Mcdonald’s.