თბილისის საკრებულომ 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის 72 მილიონი ლარით გაზრდას მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულომ 2019 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის 72 მილიონი ლარით გაზრდას დაუჭირა მხარი. აქედან 62 მილიონი 2018 წლის ბიუჯეტის გაუხარჯავ თანხას წარმოადგენს. აღნიშნული თანხის ტრანსფერს საკრებულოს 34 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ ერთმა კი თავი შეიკავა.

თბილისის საკრებულოს ბიუჯეტმა აღნიშნული ტრანსფერის ხარჯზე 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

"ვერც ერთ ბიუჯეტში რატომ ვერ ხერხდება ბაღის პედაგოგების ხელფასების გაზრდის გათვალისწინება?"
"დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტით, მნიშვნელოვნად იზრდება სპორტის დაფინანსებაც"