თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 3,808,651 მგზავრს მოემსახურა, ხოლო გამტარუნარიანობა დაახლოებით 4 000 000 მგზავრია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა, ხოლო გამტარუნარიანობა დაახლოებით 700 000 მგზავრია.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს მოემსახურა 598, 862 მგზავრს, ხოლო გამტარუნარიანობა დაახლოებით 600,000 მგზავრია.