40 ტექნოლოგიური სტარტაპი 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარდგება

40 ტექნოლოგიური სტარტაპი 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარდგება, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 40 ფინალისტი სტარტაპი 21-22 თებერვალს 100 000 ლარიანი გრანტის მოსაპოვებლად საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების წინაშე წარდგება.

„საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 135 განაცხადი, რომლებიც დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს. ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპებისთვის 11-დან 15 თებერვლის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე ტექნოპარკში გაიმართება ტრენინგები.

ტრენინგის ფარგლებში საერთაშორისო ტრენერები (ქოუჩები) შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. პრეზენტაციების შემდეგ 22 თებერვალს გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებულები.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების, შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებას. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 2 000 000 (ორ მილიონ) ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 (ასი ათას) ლარს.

წარმოგიდგენთ ინოვაციების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს და მათ ქულებს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

„სტარტაპ საქართველოს“ საბურავების გადამამუშავებელი კომპანია „TRC“ 2018 წლის სტარტაპი გახდა