"ნატურალური თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ამჟამად ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს"

შესყიდვების სააგენტოს განმარტებით, ნატურალური თაფლის შესყიდვასთან დაკავშირებით ამჟამად ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი გამოცხადდა შესაბამისი - კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით.

შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ. ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.

ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტედენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.

მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს შეიძენს.