გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის კოდექსის პროექტზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყნისთვის ტყის მდგრადი მართვის პოლიტიკის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე საუბრისას ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში 5 კატეგორიის 86 დაცული ტერიტორიაა, რაც ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 10%-ია (9.55%) და 5 ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება იგეგმება (არაგვის და თრუსოს დაცული ლანდშაფტები, ერუშეთის და რაჭის ეროვნული პარკები, რიონის აღკვეთილი).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ (1 130 462 ვიზიტორი) 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 18%-ით მოიმატა.