„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ელი აგვისტოდან 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის შედეგად შეიქმნება რამდენიმე ათეული სამუშაო ადგილი.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ძალისხმევით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 1-ელი აგვისტოდან 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ამ შეთანხმების შედეგად, ჩვენ დამატებით მივიღებთ ეკონომიკაში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ეს ახალი მიმართულებებია - ეინდჰოვენი (ამსტერდამი), შარლერუა (ბრიუსელი), ტალინი, კოპენჰაგენი, ბარი და ბაზელი.
ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიკომპანია Wizz Air-ი ამ ეტაპზე ევროპის 22 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ, რეგულარულ რეისებს.