Balenciaga-ს ქართველმა კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა დემნა გვასალიამ თავისი ბრენდისთვის - VETEMENTS, ახალი ფეხსაცმელი წარადგინა.
საუბარია „ფულის სანდლებზე“, რომელიც 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა. კერძოდ კი საუბარია სანდლებზე, რომლის ქუსლიც ფულის მონეტებისგანაა დამზადებული.
ცნობისთვის, დემნა გვასალიას „ფულის სანდლების“ ფასი 1 260.27 ამერიკული დოლარია.
გვასალიას კარიერული აღმასვლა მოდის ზღაპრის ამბავს ჰგავს. ის სცენაზე 2014 წელს Vetements-ის ბრენდით გამოჩნდა, თავისი საკულტო კოლექტიური დიზაინით, შემდეგმა წლებმა კი მოიტანა ბევრი ძვირადღირებული მოდის ჩვენებები ფეშენებელურ ჩინურ რესტორნებში, ყვითელი DHL მაისურებითა და სხვადასხვა ფერის ფრანკენჯინსებით, რომელთა შეხამება ბირკინის ჩანთებთან კიდევ უფრო რთული იყო. Vetements-ი თანამედროვე მოდის ყველაზე უფრო გავლენიანი მარკა გახდა.
მომდევნო წელს გვასალია ბალენსიაგას შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელი გახდა და მისი სამყარო საკმაოდ გლამურულად იქცა. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაიპყრო ინტერნეტი: ერთი მეორეზე გადაკერებული მაისურით, მიშელ ობამას ჩექმებით და 9 ფენიანი ქურთუკით. გვასალია სოხუმში, საქართველოში 1981 წელს დაიბადა.