2019 წლის 11 თებერვალს გამართულ ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6461 შეადგინა. ეს ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული მე-8 სავალუტო აუქციონია და ჯამში, 2019 წელს სებ-მა ბაზრიდან უკვე 120 მილიონი დოლარი ამოიღო.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვების დაგროვებისკენ საერთაშორისო სავალუტო ფონდიც მოუწოდებს და მათი შეფასებით, საერთაშორისო რეზერვების დაგროვებაზე მიმართული ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს. ცნობისთვის, გასულ წელს სებ-მა ჯამში, 197 500 000 ამერიკული დოლარი შეისყიდა.