1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6442 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6442 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6460 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9832 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9908 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.