"თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ განცხადებას "თიბისი ბანკი" ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს, "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
თიბისი ბანკი აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა",-ნათქვამია განცხადებაში.