გიგი უგულავა - „კავკასიური ცარცის წრის“ სცენა გათამაშდა, ხაზარაძემ - ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობო და ხელი გაუშვა, ივანიშვილმა მიაღწია იმას, რაც უნდოდა

პრინციპში, სწორი გადაწყვეტილებაა, სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ალბათ, ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „თიბისი ბანკიდან“ მამუკა ხაზარაძის წასვლას.

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამით ივანიშვილმა მიზანს მიაღწია და ქვეყნის იმიჯი დაზარალდა.

„პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. „კავკასიური ცარცის წრის“ სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ - ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ, ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი „დამოკლეს მახვილივით“ ეკიდება სადმე კუთხეში. შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა. დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა. ვადები: ყოველი დღე ძვირფასია“, - დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში.

„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის
„მამუკა ხაზარაძეს „თიბისი ბანკიდან“ წასვლის გადაწყვეტილება რამ მიაღებინა, ეს უნდა გავიგოთ და უნდა დავსვათ დიაგნოზი - რა სჭირს ამ ქვეყანას"
„შესაძლოა, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც ივანიშვილის წარმომადგენელი იქნება"