1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6570 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6570 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6574 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0128 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0146 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.