მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ. კერძოდ, რეესტრში აღნიშნული ცვლილება უკვე აისახა.
როგორც 25 თებერვლის ამონაწერში ვკითხულობთ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 13 თებერვლის განკარგულებით მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლებამოსილება შეუჩერდათ.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერების გადაწყვეტილება სებ-მა 13 თებერვალს მიიღო. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა, რომ მათ ორი თვის ვადაში დაეტოვებინათ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის პოსტი. 21 თებერვალს კი „თიბისის“ დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ ტოვებდნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს. შესაბამისად, მათ ნაცვლად ორი ახალი წევრი ორი თვის ვადაში უნდა შეირჩეს.