კობა გვენეტაძე დეპუტატებს - „თიბისისთან“ დაკავშირებული საკითხის ასეთ სიტუაციაში განხილვა, არ არის მართებული

მე ვფიქრობ, რომ რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული, - ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს.

„იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს რომელიმე დავა ფიზიკური პირებიდან, ეს დავები გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით. ეროვნული ბანკის ფუნქციაა, შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აკისრია. თუ არ შეასრულებს მათ, ეს ცუდი იქნება, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. ჩემი, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობაა გითხრათ, რომ ასეთი სახის განხილვები ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ საზედამხედველო ფუნქციებთან დაკავშირებით, არ არის მართებული, რადგან ეს გამოიწვევს მოწყვლადობის შექმნას მთლიანად ფინანსურ სექტორში. მე მაქვს ყველა ინფორმაცია იმისთვის, რომ ვისაუბრო ამ საკითხზე, რომლებსაც აქვთ მეტი ტექნიკური ინფორმაცია ამ საკითხზე, მაგრამ ბატონო თავმჯდომარევ, პატივცემულო პარლამენტარებო, მე ვფიქრობ, ამ საკითხის განხილვა ასეთ სიტუაციაში არ არის მართებული“, - განაცხადა გვენეტაძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება ოფიციალურად შეუჩერდათ
მამუკა ხაზარაძე საკუთარი უფლებების სასამართლოში დაცვას გააგრძელებს
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები „თიბისი ბანკის“ საქმეს ყურადღებით აკვირდებიან