„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაბარებას ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აპირებს

„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარებას ამჯერად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აპირებს.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, უმცირესობა რეგლამენტით დადგენილი წესით კობა გვენეტაძის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მისვლას მოითხოვს. მისივე თქმით, დღის წესრიგი უცვლელია და მათ გვენეტაძისგან კითხვები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე აქვთ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა ისე დასრულდა, რომ კობა გვენეტაძეს დეპუტატების კითხვები არ მოუსმენია და შესაბამისად, არც კითხვებზე გაუცია პასუხი.

დაახლოებით ერთსაათიანი კამათი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გვენეტაძის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით გაიმართა. პოლემიკა კი იმით დასრულდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

კობა გვენეტაძის გარდა დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე მიწვეული იყვნენ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

„კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ პარლამენტში გამოსვლით „თიბისის“ რაიმე ზიანი მიადგებოდა"
ბადრი ჯაფარიძე - „თიბისისთან“ დაკავშირებული განცხადებები ზიანს აყენებს ქვეყანას, მითუმეტეს, რომ მათ უკან არანაირი საფუძველი არ არის
„ჩვენ ვართ ბიზნესმენები და პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება"