1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6770 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6751 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0427 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0022 ლარი შეადგინა.