როგორი იქნება განახლებული კიკვიძის პარკი, რომლის რეაბილიტაციაც 4 მლნ ლარზე მეტი დაჯდება (+ფოტო)

მერია კიკვიძის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 798 438 ლარია.

მომსახურების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 225 კალენდარული დღეა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით). ხოლო სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადად - შესრულებული სამუშაოების, მათ შორის დეკორატიული სანათის ნათურების საგარანტიო პერიოდი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია განსაზღვრული.

„მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შეთანხმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის მითითებით, სამუშაოები უნდა შესრულდეს დღე-ღამეში 24 სთ-ის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ,“- აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

2

თაია არდოტელი