Victoria’s Secret-ის მფლობელი კომპანია L Brands-ი 53 მაღაზიას დახურავს. ამის შესახებ L Brands-ში განაცხადეს, თუმცა არ დააკონკრეტეს, თუ სად დახურავენ მაღაზიებს.
თეთრეულისა და კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდის მფლობელი L Brands-ის მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უსწრებდა მის მიერ მეოთხე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც კომპანიას ქალის თეთრეულის ხაზის გაყიდვები შეუმცირდა. თუმცა ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ გაზრდილია კომპანიის ჰიგიენური საშუალებების ხაზის გაყიდვები.
კომპანიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ზუსტი ჩამონათვალი, თუ რომელ მაღაზიებს ხურავს და კონკრეტულად, რასთან არის ეს ნაბიჯი დაკავშირებული.