„ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ რაღაც გაირკვევა საერთოდ ამ ქვეყანაში,“- ამის შესახებ „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
საუბარია დეპუტატ მამუკა მდინარაძის კითხვაზე, რომლითაც მან ხაზარაძისგან გახარიასგან მიღებული წერილის შინაარსის გასაჯაროება ითხოვა. საუბარია შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მიღებულ წერილზე, რომელიც როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მიღო არჩევნების მეორე ტურის წინ და შეიცავდა მუქარას, რომ „ისინი დაანგრევდნენ ბანკის რეპუტაციას“.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ამ წერილს გაასაჯაროებს, თუმცა, არა ამ ფორმით და არა ჟურნალისტებთან.
"ამას გავასაჯაროებ როცა იქნება რაღაც საგამოძიებო ორგანო შექმნილი, რომელიც ამაზე რეაგირების და გამოძიების საშუალებას შექმნის,"-აღნიშნა ხაზარაძემ.