დღეს მამუკა ხაზარაძემ გაწირა და დათმო თავისი ბიზნეს ინტერესები იმისთვის, რომ გაეწმინდა თავისი სახელი და რეპუტაცია, რათა იბრძოლოს სამართლიანობისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მამუკას დღევანდელმა ჩვენებამ პარლამენტში ძალიან დიდი მნიშვნელობით შეამცირა ანაკლიის პროექტის განხორციელების და დასრულების შესაძლებლობა, რადგან ივანიშვილი დაავალებს მთავრობას, რომ შექმნან ყველა დაბრკოლება ამ პროექტის შესაფერხებლად. ერთი რამე კი ზუსტად ვიცით, რომ მამუკამ დღეს თავი წარმოაჩინა, როგორც ნამდვილი ქართველი რაინდი, რომელიც თავისი იდეალებისთვის და რწმენისთვის მზად არის ყველაფრის დასათმობად. ის არის მაგალითი ყველა ქართველი ბიზნესმენისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან და ისინი მრავლად არიან. შენ არ უნდა ებრძოლო ვირთხებს ნაგავში და სიბნელეში, არამედ დღის შუქზე, რათა ისინი კარგად გამოააშკარავო. დღეს მე ისევ გავხდი ამაყი, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე!“, - წერს ფადი ასლი.