„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დღეს საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, გამოკითხვა 14:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს დღეს იმ წერილთან დაკავშირებით გამოკითხავენ, რომელიც მისი ინფორმაციით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაუგზავნა.