ხაზარაძე - წერილის ორიგინალი, რომლითაც გიორგი გახარია მემუქრებოდა ლონდონშია ექსპერტიზაზე გადაგზავნილი

წერილის ორიგინალი ლონდონშია, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი - ამის შესახებ „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის გამოკითხის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საუბარია, წერილზე, რომელიც ხაზარაძის თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიასგან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო და რომელშიც გახარია მას „რეპუტაციის დანგრევით“ ემუქრებოდა. „ვიყავი გამოკითხვაზე, რომელიც მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდა. წერილის ასლი გადავეცი, ასევე გავაკეთე კომენტარებიც. წერილში რა წერია, ეს პროკურატურის კომპეტენცია იყოს, რამეთუ პრესკონფერენციებს კარგად ატარებენ. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი,“-განაცხადა ხაზარაძემ.

თაია არდოტელი
პროკურორი - ხაზარაძე ამბობს, რომ მუქარის შემცველი წერილი შუამავლისგან მიიღო, თუმცა შუამავალს არ ასახელებს
„დაკითხვის ფარგლებში ხაზარაძეს მოვთხოვთ პასუხს - რა წერილი მიიღო შს მინისტრისგან"
მამუკა ხაზარაძე სასამართლოში დაკითხვაზე წერილით მივიდა