„მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მუქარისშემცველი წერილი შუამავლისგან მიიღო, თუმცა, არ ასახელებს შუამავლის ვინაობას“.
ამის შესახებ, პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა „თიბისის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ჩვეულებრივ ფურცელზე, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. წერილს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს. ამასთან ხაზარაძემ როგორც თქვა, ეს წერილი შუამავალმა გადასცა თუმცა, ის შუამავალს არ ასახელებს. სხვა დეტალებზე, შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს წერილი ჩვენ ჯერ არ გადმოგვცემია და ის სასამართლოს აქვს. ჩვენ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას მივმართავთ, რომ ამ წერილის წარმომავლობა დადგინდეს,“-განაცხადა პროკურორმა.
გამოკითხვის შემდეგ ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მან პროკურორებს და სასამართლოს წერილის ასლი გადასცა, ორიგინალი კი მისი თქმით, ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.