რა წერია წერილში, რომლითაც ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარია ემუქრებოდა

პროკურატურამ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გიორგი გახარიასგან მიიღო.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ამ წერილით გიორგი გახარია "რეპუტაციის დანგრევით" ემუქრებოდა.

„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს. ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, თუმცა, თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები. ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1 - უახლოეს 5 დღეში tv1 უნდა დაჯდეს „იმედის“ ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე, (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).

2 - მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში, ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3 - არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ, შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“-წერია წერილში.

ცნობისთვის, ხაზარაძის თქმით, წერილი ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზე აქვს გადაგზავნილი.

თაია არდოტელი
წერილი, რომელიც ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო
პროკურორი - ხაზარაძე ამბობს, რომ მუქარის შემცველი წერილი შუამავლისგან მიიღო, თუმცა შუამავალს არ ასახელებს
ხაზარაძე - წერილის ორიგინალი, რომლითაც გიორგი გახარია მემუქრებოდა ლონდონშია ექსპერტიზაზე გადაგზავნილი