„ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ“ - წერეთელი პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილს პასუხობს

ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ წერილს ეხმაურება.

საუბარია, წერილზე, რომლითაც ხაზარაძის თქმით, მას გიორგი გახარია ემუქრებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„გამოქვეყნებული წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპიდრნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ „ტვ პირველი“ მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ. PS ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ,“-წერს წერეთელი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„სირცხვილი თქვენ - „თიბისის” მიმართ ივანიშვილის მიერ გამოცხადებულ ომზე მეტად შოკისმომგვრელი ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ჩუმი დამოკიდებულებაა“
ექსპერტის ვერსიით, მუქარისშემცველი წერილის ადრესატი მამუკა ხაზარაძე არ ყოფილა - ვინ იყო შუამავალი ხაზარაძესა და გახარიას შორის
რა წერია წერილში, რომლითაც ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარია ემუქრებოდა