გულწრფელად რომ გითხრათ, ყველაზე მეტად მაინტერესებს, რა აინტერესებს პროკურატურას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მოსამართლის წინაშე დასაკითხად მივიდა.
„თიბისი ბანკი“ არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფი. ის მოვლენები, რომელიც მის ირგვლივ ვითარდება და კითხვები, საჭიროებს პასუხებს ყველა მხრიდან. მხოლოდ და მხოლოდ ძალიან მაღალი სტანდარტის საჯაროობა არის გამოსავალი ამ ყველაფრიდან. მე მივესალმები მაქსიმალურ საჯაროობას ამ პროცესების. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი გაძლიერდეს ამ პროცესში. ვფიქრობ, დროებითი საგამოძიებო კომისია არის ყველაზე უფრო ადექვატური“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ქადაგიძე ამ წუთებში სასამართლოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე, მოსამართლეების თანდასწრებით იკითხება.