ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას შუამავლობას უარყოფს. ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სასტუმრო "ბილტმორში" ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
ჯაფარიძემ ჟურნალისტების სხვა კითხვებს არ უპასუხა და შენობა უკომენტაროდ დატოვა.