საქართველოში ISUZU-ს მარკის 220 ავტობუსს კომპანია „ჯი-თი გრუპი“ შემოიყვანს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 220 რვამეტრიანი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

მერიის სატრანსპორტო კომპანიამ გამარჯვებულ „ჯი-თი გრუპთან“ ხელშეკრულება 24 აპრილს გააფორმა. როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ყველა ავტობუსი ერთი მარკისა და ერთი მოდელისაა. კერძოდ, საუბარია ISUZU-ს მარკის ავტობუსებზე. ავტობუსების გამოშვების თარიღი კი 2019 წელია. ამასთან, ავტობუსების მიერ გავლილი მანძილი კი 2 800 კმ-ს არ აღემატება.

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, ავტობუსების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 8 თვეა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 79 564 320 ლარი იყო, "ჯი-თი გრუპის“ მიერ შეთავაზებული თანხა კი 64 790 000 ლარია. ტენდერში „ჯი-თი გრუპის“ გარდა კიდევ 3 კომპანია მონაწილეობდა, ამათგან შპს „გრავიტას“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

თაია არდოტელი