ფაქტობრივად, აღარ დარჩა მეწარმე, რომელიც არ აღიარებს, რომ ნებისმიერი კომპანია ონლაინ სივრცეში საკუთარი ვებ-გვერდით უნდა იყოს წარმოდგენილი.
მნიშვნელობა არ აქვს ბიზნესის ზომას და მისი საქმიანობის სპეციფიკას, ინტერნეტ სივრცეში უნდა არსებობდეს ადგილი, სადაც ვიზიტორი გაეცნობა კომპანიას, მიიღებს სრულ ინფორმაციას მისი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ და როგორც მინიმუმ, კომპანიის წარმომადგენლებთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაციას მოიძიებს.
მსოფლიოში 1.5 მილიარდზე მეტი ვებ-გვერდი არსებობს. თითოეული მათგანის მფლობელმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება თუ ვის მიერ და რა ტექნიკური საშუალებებით შეექმნა ის. ამისათვის რამდენიმე საშუალება გამოიყენება: დავიქირავოთ პროგრამისტი და დიზაინერი; გავაფორმოთ კონტრაქტი ვებ-დეველოპერულ კომპანიასთან ან გამოვიყენოთ ონლაინ ვებ-გვერდის შემქმნელი პლატფორმა (Online Website Builder).
ბოლო წლებში აშკარად გამოიკვეთა ე.წ. Online Website Builder-ების უპირატესობა. უამრავი მსხვილი თუ პატარა ზომის კომპანია სწორედ მსგავსი ტიპის პლატფორმებს იყენებს თავიანთი ვებ-გვერდის შესაქმნელად. მსგავსი პლატფორმების გამოყენება ბევრმა მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში კი იმ ფაქტმა, რომ გაყიდვების ინტერნეტ სივრცეში გადატანა და სრულფასოვანი ონლაინ-მაღაზიის შექმნა მაინც რთულ პროცედურასთან არის დაკავშირებული. უფრო კონკრეტულად, დიდ დანახარჯებთან, რომლებიც ნიჭიერი პროგრამისტის დაქირავებასთან ან ვებ-დეველოპერულ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმებისთვის არის საჭირო. გარდა ხარჯებისა, ეს დროში საკმაოდ გაწელილი პროცესია. ის კომპანიებიც კი, ვინც ამ ინვესტიციაზე დათანხმდნენ, ონლაინ-მაღაზიის შექმნის შემდეგაც აცნობიერებენ, რომ მათ ვებ-გვერდს მუდმივი განახლება სჭირდება, დამატებითი ფუნქციონალების ინტეგრაცია - ამას კი ისევ ახალ ინვესტიციებთან და დროის რესურსების საჭიროებასთან მივყავართ.
უკვე საქართველოშიც არსებობენ მეწარმეები და კომპანიები, რომლებმაც წარმატებით შექმნეს ონლაინ მაღაზია, ე.წ. Online Website Builder პლატფორმების გამოყენებით. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხარჯების დაზოგვის გარდა, ისინი განსაკუთრებით აფასებენ დიზაინის საკუთარი გემოვნების მიხედვით ცვლის შესაძლებლობასა და სასურველი ფუნქციების დამატების ან თუნდაც გაუქმების უფლებას.
Bpn.ge წარმოგიდგენთ საუკეთესო და პოპულარულ ალტერნატივებს ონლაინ-მაღაზიების შემქმნელ პლატფორმებში, რომელთა მეშვეობით ონლაინ მაღაზიას რამდენიმე წუთში შექმნით:
Wix.com ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პლატფორმაა ვებ-გვერდების, მათ შორის ონლაინ მაღაზიების შექმნის მიმართულებით. 2006 წელს თელავივში დაფუძნებული კომპანია, დიდი ხანია საერთაშორისო დონის ბრენდი გახდა. Wix-ის საბაზრო ღირებულება 7 მილიარდ აშშ დოლარს უახლოვდება.
განსხვავებით ქვემოთ განხილული სხვა კონკურენტებისგან, Wix.com გამოირჩევა იმით, რომ ის არ სპეციალიზდება მხოლოდ ონლაინ მაღაზიების შექმნაზე, მას გარდა Wix-ში არსებობს მიმართულებები: დაჯავშნის, სასტუმროების, რესტორნების, მუსიკის, ვიდეოს და უბრალოდ საპრეზენტაციო საიტის შექმნის მიმართულებით.
Wix.com საიტის ინტერფეისის და დიზაინის შექმნის სიმარტივით გამოირჩევა. ნებისმიერ ადამიანს მაუსის და ე.წ. „drag and drop“ ფუნქციონალით, წუთებში შეუძლია მიიღოს სასურველი დიზაინის ვებ-გვერდი, მათ შორის ონლაინ მაღაზიის ფუნქციონალით. ღირებულებაც საკმაოდ ხელმისაწვდომია, პაკეტების მიხედვით ყოველთვიური ფასი იცვლება 20 აშშ დოლარიდან 35 აშშ დოლარამდე.
პლატფორმა პოპულარულია საქართველოშიც, მაგრამ მას ძირითადად საიმიჯო საიტების შესაქმნელად იყენებენ, რადგან ფაქტობრივად, ქართული ბანკების საბარათე გადახდის სისტემის ან საკურიერო სერვისების Wix.com-თან დაერთება ვერ ხერხდება.
Shopify მსოფლიოს მასშტაბით ლეგენდარული და ყველაზე წარმატებული ელექტრონული კომერციის პლატფორმაა ონლაინ მაღაზიების შექმნისთვის. Shopify 2004 წელს დაფუძნდა. მისი ცენტრალური ოფისი კანადაშია. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 800,000-ზე მეტი ონლაინ მაღაზია ფუნქციონირებდა 175 სხვადასხვა ქვეყნიდან ამ პლატფორმის გამოყენებით. თავად კომპანიის საბაზრო ღირებულება 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
Shopify-მ ფაქტობრივად, შეუსრულებელი ამოცანა გადაჭრა. პლატფორმა უამრავი ფუნქციით და ტექნიკური შესაძლებლობით აღჭურვა, თუმცა ამავდროულად ის ძალიან მარტივად სამართავი და გამოყენებადია. მისი მომხმარებელები განსაკუთრებით გამოყოფენ ინვენტარის მართვის ძალიან ეფექტურ და მოხერხებულ სისტემას, რომლის მსგავსსაც ფაქტობრივად, ვერც ერთმა კონკურენტმა ვერ მიაღწია. Shopify მომხმარებელს დიზაინის საკმაოდ დიდ არჩევანს ასევე 100-ზე მეტ გადახდის სისტემას და 1200-ზე მეტი აპლიკაციის დამატების შესაძლებლობას სთავაზობს.
საერთაშორისო ცნობილი ბრენდების გარდა, საქართველოშიც არსებობს ამ პლატფორმაზე შექმნილი რამოდენიმე წარმატებული ონლაინ მაღაზია.
მიუხედავად ბევრი დადებითი მხარისა, Shopify-ს შემთხვევაში საკმაოდ შეზღუდულია თუნდაც ორენოვანი დიზაინების რაოდენობა. გარდა ფიქსირებული ყოველთვიური გადასახადისა, რომელიც თვეში 29 აშშ დოლარიდან 299 აშშ დოლარამდეა პაკეტის ფუნქციონალიდან გამომდინარე, თითოეულ გაყიდვაზე ტრანზაქციის საკომისიო ემატება, რომლიც 0.5% დან 2%-მდე მერყეობს და ისევ შერჩეულ პაკეტზეა დამოკიდებული.
როგორც ჩამოთვლილი პლატფორმების შემთხვევაში, Shopify-ს გამოყენებისას საქართველოს რეალობაში პრობლემები იქმნება საბანკო გადახდების, ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის ან თუნდაც საკურიერო მომსახურების ინტეგრაციისას. თქვენ დაგჭირდებათ პროგრამისტების ან ვებ-დეველოპერული კომპანიის დახმარება ამ სერვისების აქტივაციისთვის.
შემთხვევითი არ არის, რომ ქართული პლატფორმა B2C ამ ჩამონათვალში მოხვდა. B2C 2018 წელს გაეშვა და აქტიურად ზრდის მასზე აწყობილი ონლაინ მაღაზიების რაოდენობას. ფუნქციონალით და მოხმარების სიმარტივით საკმაოდ კონკურენტულად გამოიყურება საერთაშორისო ანალოგებთან მიმართებაში. მისი გატესტვა და 30 დღიანი უფასო ვერსიით სარგებლობა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამიტომ თავადაც შეგიძლიათ გააკეთოთ შეფასება.
გარდა ონლაინ მაღაზიის სტანდარტული ფუნქციონალისა, თვეში 99 ლარიანი პაკეტი მოიცავს საკმაოდ მძლავრ ფუნქციურ შესაძლებლობებს, როგორებიცაა: ქართული და ინგლისურენოვანი სამართავი პანელი; ვებ-გვერდის ნებისმიერ ენაზე შექმნის შესაძლებლობა; ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შესაძლებლობა; საბანკო ბარათებით ანგარიშსწორების შესაძლებლობა; ინვოისის საფუძველზე ანგარიშსწორების შესაძლებლობა; PayPal-ით ანგარიშსწორების შესაძლებლობა; ჩაშენებული საბანკო განვადებების სერვისი; ინტეგრაცია ადგილობრივ საკურიერო კომპანიებთან; კატეგორიების და კოლექციების მართვის შესაძლებლობა; განსხვავებული დიზაინისა და ფერების შერჩევა; ფასდაკლებების მართვის დახვეწილი სისტემა; ნაშთების კონტროლის შესაძლებლობა; ადგილობრივ ბუღალტრულ პროგრამებთან ინტეგრაციის შესაძლებლობა; Facebook-ით და Google-ით ავტორიზირება; Facebook მესენჯერის ინტეგრაცია; Google Analytics-ის ინტეგრაცია; Facebook Pixel-ის ინტეგრაცია; Google-ის რუკის ინტეგრაცია; ბლოგის შექმნის და მართვის შესაძლებლობა; თავსებადობა ნებისმიერ დომენთან, მათ შორის .com და .ge; ოპტიმიზირება საიძიებო სისტემებთან (SEO Friendly); ოპტიმიზირება მობილური მოწყობილობებისთვის; უფასო SSL სერთიფიკატი; ყოველთვიური უფასო დამატებები და განახლებები ფუნქციონალში და ა.შ.
გარდა ენობრივი ბარიერების მოხსნისა, B2C.ge-ის პოპულარობა ადგილობრივ საბანკო, საკურიერო და ERP სერვისებთან ინტეგრაციამაც განაპირობა. რეალურად, საქართველოში უცხოური ანალოგების ეფექტურად გამოყენება და მსგავსი სერვისების ინტეგრირება შესაძლებელია, მხოლოდ პროგრამისტების ან ვებ-დეველოპერული კომპანიის ჩართვის შემდეგ, რაც ნებისმიერ e-commerce website builder-ს მის მთავარ უპირატესობას აკარგვინებს.
BigCommerce 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა და საერთაშორისო მასშტაბით პოპულარობა მალევე მოიპოვა. განსხვავებით Wix.com-სგან და Shopify.com-ისგან BigCommerce არ არის საჯარო კომპანია და არ მოიპოვება ინფორმაცია მის საბაზრო ღირებულებაზე, თუმცა კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პლატფორმაზე აწყობილმა მაღაზიების რაოდენობამ 100,000 ერთეულს გადააჭარბა, ხოლო ამ მაღაზიების ჯამურმა გაყიდვებმა 16 მილიარდ აშშ დოლარს.
ფასებიც საკმაოდ კონკურენტული აქვს 29.95-დან 249.95 აშშ დოლარამდე თვეში, გამომდინარე შერჩეული პაკეტიდან.
პლატფორმის უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის დიზაინების შეზღუდული რაოდენობა. ასევე ნაკლად უნდა ჩავთვალოთ ის ფაქტი, რომ პლატფორმა ძირითად, ამერიკულ ბაზარზეა მორგებული და რიგი ფუნქციონალისა შეზღუდულია სხვა ნებისმიერ ქვეყანაში.
WooCommerce 2011 წლის სექტემბერში შეიქმნა და დღეისათვის რაოდენობრივად ყველაზე მეტი ონლაინ მაღაზია იყენებს მას მსოფლიოს მასშტაბით. რაოდენობრივად მასზე 5-ჯერ მეტი ონლაინ მაღაზიაა შექმნილი ვიდრე Shopify-ს პლატფორმაზე. თუმცა მისი ბრენდის ცნობადობა ან ღირებულება ვერ შეედრება ვერ Shopify-ს ვერც BigCommerce-ს და ვერც Wix-ს. განსხვავებით ზემოთ ჩამოთვილილი პლატფორმებისგან, ამ შემთხვევაში სხვა ბიზნეს მოდელთან გვაქვს საქმე. WooCommerce ეს არ არის სრულად დამოუკიდებელი გადაწყვეტა, არამედ ეს არის ღია მოდული WordPress-ზე შექმნილი ვებ-გვერდებისთვის, რომელიც აძლევთ მათ საშუალებას, ჩააშენონ ვებ-გვერდზე ონლაინ მაღაზიის სრული ფუნქციონალი.
რა თქმა უნდა WordPress-სთან თავსებადობა WooCommerce-ის უპირატესობაა, მაგრამ იგივე მიზეზი არის გარკვეული შეზღუდვაც. საქმე იმაშია, რომ ვისაც არ მოსწონს WordPress, ის არ გამოიყენებს არც WooCommerce-ს, რადგან მათი სამართავი პანელი ფაქტიურად გადაჯაჭვულია. თავად WordPress-ის ფუნქციონალი საკმაოდ გაიზარდა და გარკვეულწილად გართულდა კიდეც, ამიტომ გაგვიჭირდება თქმა, რომ მის გამოყენებას შეძლებს ნებისმიერი მეწარმე და აბსოლიტურად არ დასჭირდება მას პროგრამირებაში თუნდაც მინიმალურ დონეზე გარკვეული ადამიანის დახმარება.
WooCommerce-ს არ გააჩნია სატელეფონო ან ტექსტური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც მომენტალურად გასცემს პასუხს თქვენს კითხვებს, ან დაგეხმარებათ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაში.