არამარტო სიტყვით, არამედ საქმითაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ მთელ სამთავრობო სტრუქტურებს ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, - ეს განცხადება ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, სადაც ხაზარაძე განმარტავს, რომ ფოთის პორტის მშენებლობის საკითხი საფრთხეშია.
„რაც შეეხება ანაკლის კონსორციუმის და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ, არაერთხელ გავქვს ნანახი მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები და ცოტა ნაჩქარევიც. ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. მათ შორის, ამ პროექტისთვის არის შექმნილი უნიკალური პირობები, არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, ამ პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებას, 100 მილიონის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას“, - აღნიშა მაია ცქიტიშვილმა.