ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე გაცემული დოკუმენტი მინისტრთა კაბინეტის არცერთ წევრთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც აშნიშნული დოკუმენტი გაუქმდა.
„მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ ეს ინფორმაცია ამ სახით შევიტყვეთ, ეს არ იყო ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა, არამედ იყო კონკრეტულად მიწის სარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა. თუმცა, ბრძანება ამ პირობების დადგენის თაობაზე გაცემული იქნა ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ის მიერ, ესეც იყო გაცემული ისეთი სახით, რომ ნათია თურნავასთან ეს საკითხი არ იყო შეთანხმებული. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტის არც ერთმა წევრმა ამის თაობაზე არ ვიცოდით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.